loader

„სიკვდილი ამერიკას!“ - ირანის პარლამენტის სხდომაზე ამერიკის ქაღალდის დროშა დაწვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„სიკვდილი ამერიკას!“ - ირანის პარლამენტის სხდომაზე ამერიკის ქაღალდის დროშა დაწვეს

ირანის პარლამენტის სხდომაზე ამერიკის ქაღალდის დროშა დაწვეს. პარლამენტარების განცხადებით, აღნიშნული ქმედებით მათ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას ტოვებს.

ირანელი პარლამენტარები აშშ-ის დროშის დაწვასთან ერთად ყვიროდნენ: „სიკვდილი ამერიკას!“

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანი რამდენიმე კვირას მოიცდის, რათა შეაფასოს აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის შედეგები.

გუშინ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ირანი ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა, ხოლო აშშ ამას არასოდეს აკეთებდა.

ჰასან რუჰანის თქმით, ბირთვული შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებაა და აშშ არ უნდა გასულიყო ამ შეთანხმებიდან.

„ამ ნაბიჯით აშშ-მა აჩვენა, რომ ისინი საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს არ იცავენ. თეირანი განაგრძობს მუშაობას ბირთვულ შეთანხმებაზე ვაშინგტონის მონაწილეობის გარეშე. ირანის საგარეო უწყება კონსულტაციებს გამართავს რუსეთთან, ჩინეთთან და ევროპელ პარტნიორებთან“, - დასძინა მან.