loader

ღამე პარიზში გამვლელებზე თავდამსხმელი 20 წლის ჩეჩენი აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღამე პარიზში გამვლელებზე თავდამსხმელი 20 წლის ჩეჩენი აღმოჩნდა

გუშინ ღამით პარიზში გამვლელებზე თავდამსხმელი 20 წლის ჩეჩენი აღმოჩნდა, - ამის შესახებ რადიოსადგური Europe 1 იუწყება. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ვინაობა თითის ანაბეჭდების საშუალებით დაადგინეს.

ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. პარიზის ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი გამვლელებს ცივი იარაღით თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად ერთი გამვლელი დაიღუპა. კიდევ ოთხი პირი დაშავებულია. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა.

ინციდენტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.