loader

ივანკა ტრამპი მეუღლესთან და აშშ-ის 250-კაციან დელეგაციასთან ერთად იერუსალიმში ჩაფრინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანკა ტრამპი მეუღლესთან და აშშ-ის 250-კაციან დელეგაციასთან ერთად იერუსალიმში ჩაფრინდა

აშშ-ის პრეზიდენტის სიძე და შვილი, ჯარედ კუშნერი და ივანკა ტრამპი აშშ-ის 250-კაციან დელეგაციასთან ერთად იერუსალიმში ჩაფრინდნენ. ისინი დღეს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან.

აშშ-ის დელეგაციაში შედიან საზოგადოებრივი მოღვაწეები, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის, ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტივენ მნუჩინი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ჯეისონ დოვ გრინბალტი.

"დიდი სიხარულით ვბრუნდები იერუსალიმში. პატივი მაქვს, პრეზიდენტ ტრამპს, აშშ-ის ადმინისტრაციას და ამერიკელ ხალხს წარმოვადგენდე იერუსალიმში ჩვენი საელჩოს გახსნაზე", - დაწერა ივანკა ტრამპმა.

იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაში, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება, საერთო ჯამში, 800 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეოს მეშვეობით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმართავს.