loader

„ღმერთო, დალოცე მშვიდობა" - იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ღმერთო, დალოცე მშვიდობა" - იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა. საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეოს საშუალებით მიმართა.

„გილოცავთ! ამ დღეს დიდხანს ველოდით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 70 წლის წინ გამოცხადდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც უფლება აქვს აირჩიოს, თუ რომელი ქალაქი იქნება მისი დედაქალაქი.

„ჩვენ საელჩო იერუსალიმში იმაზე ადრე გავხსენით, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. აშშ-ს ლიდერმა განაცხადა, რომ იერუსალიმი ებრაელური ეროვნული სულისკვეთების უდრეკობის მაგალითია და აშშ ყოველთვის იქნება ისრაელის უდიდესი მეგობარი.

„ღმერთო, დალოცე მშვიდობა, დალოცე იერუსალიმი, დალოცე ისრაელი და პალესტინელები, დალოცე ამერიკის შეერთებული შტატები“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.