loader

ღაზას სექტორში მომხდარი არეულობის შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობამ 58-ს მიაღწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღაზას სექტორში მომხდარი არეულობის შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობამ 58-ს მიაღწია

ღაზას სექტორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი არეულობების შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 58-ს მიაღწია. ამის შესახებ "როიტერსი" პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

"58 დემონსტრანტი დაიღუპა, კიდევ 2700-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ცრემლსადენი გაზისა და სხვა საშუალებების გამოყენების შედეგად მიიღო დაზიანებები", - აცხადებენ სამინისტროში.
მთლიანობაში, საზღვარზე არსებულ პროტესტში 40 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პალესტინელები იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას აპროტესტებდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იერუსალიმში ოფიციალურად 14 მაისს გაიხსნა.


იხილეთ ასევე: „ღმერთო, დალოცე მშვიდობა" - იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა

ივანკა ტრამპი მეუღლესთან და აშშ-ის 250-კაციან დელეგაციასთან ერთად იერუსალიმში ჩაფრინდა