loader

ტეხასის სკოლაში სროლების შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტეხასის სკოლაში სროლების შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა

ტეხასში, სანტა ფეს სკოლაში სროლების შედეგად, დღეს რვა ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი АВС13 წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„ჩვენ ახლახანს დაგვიდასტურეს, რომ გარდაცვლილია რვა ადამიანი. ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ისინი - მასწავლებლები, თუ მოსწავლეები“, - განაცხადა ტელეკომპანიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში.

მანამდე ადგილობრივი საგანმანათლებლო ოლქის ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ იყვნენ დაჭრილები და სავარაუდო დამნაშავე ამავე სკოლის მოსწავლეა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

ტელეარხის ინფორმაციით, ინციდენტამდე, სკოლაში სახანძრო სიგნალიზაცია ამოქმედდა, მოსწავლეები საკლასო ოთახებიდან გამოვიდნენ, რა დროსაც სროლები დაიწყო.