loader

გროზნოში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გროზნოში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა

19 მაისს გროზნოს ცენტრში მდებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაში ოთხი ტერორისტი შევარდა, რომლებიც დანებით, ნაჯახებით, გადაჭრილ ლულიანი თოფებითა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით იყვნენ შეიარაღებული. თავდამსხმელებმა ეკლესიის ორი მცველი პოლიციელი და კიდევ ერთი პირი მოკლეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, ეკლესიის მრევლი ეგონათ. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ვითარება ჩაწყნარდა, ტაძრის წინამძღვარმა გარდაცვლილი ვერ იცნო, - შესაბამისად, სავარაუდოდ ტერორისტები არა ოთხნი, არამედ ხუთნი იყვნენ - მეხუთე, თავდასხმის დაწყებამდე ტაძარში იმყოფებოდა და დანარჩენებს ინფორმაციას აწვდიდა.

სროლის დაწყებისთანავე მრევლმა კარი ჩაკეტა და გაამაგრა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მაინც თავდამსხმელების ტყვიით დაიღუპა... ადგილზე სწრაფად მივიდა ჩეჩნეთის სპეცრაზმი და ტეროსტისტები გაანეიტრალეს. ჩეჩნეთის ლიდერმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ორი ტერორისტი სოფელ გელდაგანიდან არის, მესამე არღუნელი, მეოთხე, რომელიც თავდამსხმელებს მეთაურობდა "მეზობელი რეგიონიდან”. უცნობია, მეხუთე, ტაძარშივე მოკლული ტერორისტის ვინაობა. თავდასხმის დროს, ეკლესიაში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მლოცველი თამარა პოგორელოვა იხსენებს, რომ დაახლოებით 15:00 საათისთვის, ქუჩიდან სროლის ხმა გაიგონეს. სროლა, პისტოლეტიდან, ან ავტომატიდან ხდებოდა.