loader

პუტინის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი, რომელიც კიევში "მოკლეს", ცოცხალი აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი, რომელიც კიევში "მოკლეს", ცოცხალი აღმოჩნდა

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომლის მკვლელობის შესახებ უკრაინული პოლიცია იუწყებოდა, ცოცხალია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი გრიცაკის განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს.
ასევე, უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ბაბჩენკოს მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორი.

არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა ინსცენირებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რათა გამოევლინათ მკვლელობის შემკვეთი. აღსანიშნავია, რომ არკადი ბაბჩენკო დღეს ბრიფინგზე თავად გამოცხადდა უკრაინის გენპროკურორთან, იური ლუცენკოსთან ერთად. მან ბოდიში მოუხადა ახლობლებს და აღნიშნა, რომ ეს საჭირო იყო ოპერატიული მიზნებისთვის.

მანამდე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში, რუსეთის ხელისუფლების, კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი მოკლეს. 41 წლის არკადი ბაბჩენკოს, დნეპროპეტროვსკის რაიონში, ნიკოლსკო-სლობოდსკაიას ქუჩაზე, ზურგში ესროლეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

ბაბჩენკომ რუსეთი 2017 წელს დატოვა. რუსი ბლოგერები წერდნენ, რომ მისი თავისუფლება და სიცოცხლე, პუტინის მუდმივი კრიტიკის გამო საფრთხის ქვეშ იდგა. თავად რუსეთის დატოვების შესახებ საუბარს ყოველთვის ერიდებოდა და მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლებოდა, რომ კარგი იქნებოდა თუ ცოტა ხანს რუსეთს გაერიდებოდა... რუსული მედიის ცნობით, ამ თემაზე ბაბჩენკოს დუმილი, რუსეთის ხელისუფლებისა და ФСБ-ს მუქარებისგან თავის დაღწევის ერთგვარი საშუალება იყო.

არკადი ბაბჩენკო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს აშუქებდა; ის შემდგომ წლებშიც პერიოდულად ჩადიოდა ცხინვალის რეგიონში და იქაურ ვითარებაზე, კოკოითის კორუფციული “ხელმძღვანელობისა” და რუსი სამხედროების კლანურ გარიგებებზე წერდა.

პირდაპირი კადრები პრესკონფერენციიდან, სადაც არკადი ბაბჩენკო საზოგადოების წინაშე გამოჩნდა.