loader

კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპი ფხენიანში დაპატიჟა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპი ფხენიანში დაპატიჟა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შესახვედრად სინგაპურში ჩაფრინდა. პრეზიდენტის თვითმფრინავი სინგაპურის "პაია ლებარის" სამხედრო ბაზაზე დაეშვა.

დონალდ ტრამპს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვივიან ბალაკრიშნანი დახვდა. ისტორიაში პირველი, ამერიკისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში, კუნძულ სენტოსას სასტუმრო „Capella“-ში გაიმართება. რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერა დაგეგმილი არ არის. ამერიკის ლიდერის განცხადებით, შეხვედრის მიზანია „პროცესის დაწყება“.

დონალდ ტრამპი სასტუმრო „შანგრი-ლაში" დაბინავდა, სადაც დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული.