loader

მძევლად აყვანილი ბავშვები მოკლულები იპოვეს - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში ტრაგედია მოაწყო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძევლად აყვანილი ბავშვები მოკლულები იპოვეს - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში ტრაგედია მოაწყო?

აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მამაკაცმა მძევლად აყვანილი ოთხი ბავშვი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. 1-დან 12 წლამდე ასაკის 4 ბავშვი, რომლებიც აშშ-ის ქალაქ ორლანდოს მცხოვრებს თითქმის ერთი დღე-ღამის განმავლობაში მძევლებად ჰყავდა აყვანილი, გარდაცვლილები არიან, - ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით გამოცემა Orlando Sentinel-ი იუწყება.

ორლანდოს ერთ-ერთ მრავალბინიან კომპლექსში მძევლები ადგილობრივმა გერი ლინდსიმ გუშინ აიყვანა. ადგილზე მისულმა პოლიციამ მისი დაკავება სცადა, რის შემდეგაც ლინდსიმ ცეცხლი გახსნა და პოლიციელი დაჭრა.

ორმხრივი სროლის შემდეგ ადგილზე პოლიციის სპეცრაზმი მივიდა, თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა.

გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცმა ბავშვები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა.