loader

ფაშინიანი პრემიერის პოსტიდან გადადგომას გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფაშინიანი პრემიერის პოსტიდან გადადგომას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საარჩევნო კანონმდებლობის მიღების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა "ჟამანაკი" წერს.

"ნიკოლ ფაშინიანს სექტემბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. ახალი საარჩევნო კოდექსი პარლამენტში ამ დღეებში შევა, კენჭისყრაზე კი მას 15 ივლისამდე გაიტანენ. ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას გეგმავს", - წერს გამოცემა.