loader

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. ამის შესახებ თურქეთის საარჩევნო კომისიაში განაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედმა მეთაურმა ხმათა 52%-ზე მეტი მიიღო, მისმა ძირითადმა კონკურენტმა კი მხოლოდ - 30%.

გამარჯვების შემდეგ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ერდოღანმა პირობა დადო, რომ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის დღე და ღამე იმუშავებს. ამასთან, ბლოკმა "სახალხო ალიანსმა", რომელშიც ერდოღანის "სამართლიანობის და განვითარების პარტია" და "ნაციონალისტური მოძრაობის პარტია" არიან გაერთიანებულნი, ქვეყნის პარლამენტში ხმათა უმრავლესობა მიიღო.