loader

რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო თურქეთში 12 ადამიანი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო თურქეთში 12 ადამიანი დააკავეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო თურქეთში 12 ადამიანი დააკავეს. ქალაქ იზმირის სასამართლომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო 12 ადამიანი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, გასულ ხუთშაბათს, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტის, მუხარემ ინჯეს მრავალათასიან მიტინგზე დაკავებული პირები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ თურქეთის პრეზიდენტს. გარდა ამისა, ისინი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით კი შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. დაკავებულებს მაღალი თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის წაუყენეს ბრალი.