loader

პრინც უილიამის ორიგინალური საჩუქარი მეუღლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრინც უილიამის ორიგინალური საჩუქარი მეუღლეს

და­სავ­ლუ­რი მე­დია პრინ­ცი უი­ლი­ა­მის აღ­მო­სავ­ლუ­რი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ წერს. დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იორ­და­ნი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ჩა­ვი­და და შეხ­ვედ­რე­ბის გარ­და, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც მო­ას­წრო.

ტუ­რის­ტე­ბის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ქა­ლაქ ჯე­რაშ­ში, უძ­ვე­ლე­სი რო­მა­უ­ლი ნა­ქა­ლა­ქა­რის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, უი­ლი­ა­მი იორ­და­ნი­ის პრინცთან ჰუ­სე­ინ ბინ აბ­დუ­ლას­თან ერ­თად მი­ვი­და და მსოფ­ლიო მე­დი­ის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვიც აქ მოხ­და: კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად ზუს­ტად იმ ად­გი­ლას დად­გა, სა­დაც 30 წლის წინ მისი მე­უღ­ლე კეიტ მიდლტო­ნი ოჯახ­თან ერ­თად პო­ზი­რებ­და ფო­ტოს­თვის.

ამ ად­გი­ლას პრინცს დიდ პოს­ტე­რად და­ბეჭ­დი­ლი კე­ი­ტის ფოტო დახ­ვდა, რო­მელ­ზეც კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გი­ნია მა­მას­თან და დას­თან, პი­პას­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი. ფოტო 80-იან წლებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ამ პე­რი­ოდ­ში მიდლტო­ნე­ბის ოჯა­ხი დრო­ე­ბით იორ­და­ნი­ა­ში ცხოვ­რობდა.