loader

ჯოჯოხეთური გზა: ათენში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯოჯოხეთური გზა: ათენში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC "წითელ ჯვარზე" დაყრდნობით იუწყება.

არსებული ინფორმაციით, კიდევ 26 დაღუპული დღეს დილით საკურორტო რაიონ მატის პლაჟთან აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 24 დაღუპულზე. ამ მომენტისთვის 69 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია. ბევრი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ასევე მიმდინარეობს ათი ტურისტის ძებნის ოპერაცია. ადგილზე მაშველები და სახანძრო სამსახური მუშაობენ.



ასევე დაგაინტერესებთ: საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთ ღამეში 24 ადამიანი ემსხვერპლა: მთავრობა სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართავს

"პოულობენ მანქანებში, სახლებში დამწვარ ადამიანებს" - რას ყვება ათენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე

საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება - საბერძნეთში საქართველოს ელჩი