loader

თვითმფრინავიდან გადაღებული საბერძნეთის ხანძარი, რომელსაც უკვე 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავიდან გადაღებული საბერძნეთის ხანძარი, რომელსაც უკვე 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან. აღსანიშნავია, რომ ქალაქ მატეში 11 დაღუპული აღმოაჩინეს. მათ შორის ორი ბავშვია. ისინი სახლში იპოვეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, ალექსის ციპრასს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საბერძნეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"დიდი მწუხარებით შევიტყვე უამრავი ადამიანის დაღუპვის შესახებ, საბერძნეთში მომხდარი ტყის ხანძრის შედეგად. ევროკომისიის სახელით სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ყველაფერი გაკეთდება, რათა საბერძნეთს დახმარება გავუწიოთ", - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის წერილში.


ასევე დაგაინტერესებთ: ვითარება ხანძრის შემდეგ - ათეულობით გადამწვარი ავტომობილი საბერძნეთის საკურორტო ქალაქის ქუჩებში

საქართველოს ორ მოქალაქეს ოჯახი ვერ უკავშირდება - საბერძნეთში საქართველოს ელჩი

ახალი კადრები საბერძნეთიდან: რა ხდება ამჟამად ქვეყანაში

ასეულობით დამწვარი სახლი და ავტომობილი, 50-ზე მეტი გარდაცვლილი - საბერძნეთი თავზარდამცემ სტიქიას ებრძვის

"პოულობენ მანქანებში, სახლებში დამწვარ ადამიანებს" - რას ჰყვება ათენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე

ჯოჯოხეთური გზა: ათენში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა