loader

ხანძარს კალიფორნიის შტატში ორი მცირეწლოვანი და მათი ბებია ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარს კალიფორნიის შტატში ორი მცირეწლოვანი და მათი ბებია ემსხვერპლა

კალიფორნიის შტატის ქალაქ რედინგში, ხანძრის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ორი ბავშვია. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

დაღუპულთაგან, ორი მეხანძრეა, ერთი ხუთის წლის გოგონა, ოთხი წლის ბიჭი და მათი 70 წლის ბებიაა. პოლიციის ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა 12-დან 20-მდე ადამიანი.

რედინგში ხანძარი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. დამწვარია 500-ზე მეტი შენობა. ხელისუფლებამ 38 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ტყის ხანძრის ჩასაქრობად 10 ათასი მეხანძრეა მობილიზებული, 100 ოფიცერი და 260 ჯარისკაცი მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარება.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.