loader

ემოციური კადრები საბერძნეთიდან - როგორ ცდილობდა ხალხი ხანძრისგან თავის დაღწევას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები საბერძნეთიდან - როგორ ცდილობდა ხალხი ხანძრისგან თავის დაღწევას

საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად 25 ადამიანი მიიჩნევა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშეითედ პრესი“ საბერძნეთის ეროვნულ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

29 ივლისის მდგომარეობით, იდენტიფიცირებულია 59 დაღუპული. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულები შესაძლოა იმ დაღუპულებს შორის იყვნენ, ვინც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის. საბერძნეთში ხანძრის შედეგად 2 000 სახლია განადგურებული.
ხანძრის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.