loader

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუსი ჟურნალისტი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუსი ჟურნალისტი მოკლეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუსი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ორჰან ჯემალი, ალექსანდ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო "გამოძიების მართვის ცენტრის" დაკვეთით კერძო სამხედრო კომპანიებზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებდნენ.

ცენტრში აცხადებენ, რომ ჟურნალისტები რესპუბლიკის არც ერთ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან არ იყვნენ შეთანხმებულები. მათ არ გაუფორმებიათ აკრედიტაციები. როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პოლიციაში აცხადებენ, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ძარცვა გახდა.