loader

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის კადრები: დაღუპულია 18 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის კადრები: დაღუპულია 18 ადამიანი

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენი კომპანია Utair-ს ეკუთვნოდა და მასში ეკიპაჟის სამი წევრი და 15 მგზავრი იმყოფებოდა.

წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკური გაუმართობა ან მფრინავის შეცდომა სახელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დასავლეთ-ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურამ საქმის გამოკვლევა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესაბამისობაზე დაიწყო.