loader

კანადაში, ნიუ-ბრანსუიკში სროლა მოხდა - დაღუპულია 4, აქედან 2 პოლიციელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანადაში, ნიუ-ბრანსუიკში სროლა მოხდა - დაღუპულია 4, აქედან 2 პოლიციელია

კანადაში, ქალაქ ფრედერიკტონში სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
„ინციდენტის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მოკვლევის დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლიციამ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ინციდენტის ადგილთან გადაადგილებისგან.
ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.