loader

ბუქარესტში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ანტისამთავრობო მანიფესტაციაზე 440 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუქარესტში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ანტისამთავრობო მანიფესტაციაზე 440 ადამიანი დაშავდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული ანტისამთავრობო მანიფესტაციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად 440 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 24 ჟანდარმი.

აღსანიშნავია, რომ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის ინიციატორები საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინელები იყვნენ. ისინი მემარცხენე ცენტრისტული მთავრობის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა დაგმო აქციის მონაწილეების დარბევა.

"ჭეშმარიტ დემოკრატიაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს, ხოლო ძალადობის გამოყენება, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციებისა, დაუშვებელია. მტკიცედ ვგმობ ჟანდარმერიის სასტიკ ჩარევას", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

რუმინეთის ჟანდარმერიამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბია. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ჟანდარმერიის განცხადებით, აქციის მონაწილეებს შორის არეულობის მომწყობი პირებიც იმყოფებოდნენ.