loader

სა­ბერ­ძნეთ­ში კვლავ ტყის ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სა­ბერ­ძნეთ­ში კვლავ ტყის ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს

სა­ბერ­ძნეთ­ში კვლავ ტყის ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს. რო­გორც სა­ა­გენ­ტო reuters-ი წერს, სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძულ ავი­ა­ზე და­წყე­ბუ­ლი ტყის ხან­ძრის გამო ორი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა და ტურისტები არი­ან ევაკუირებულნი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი ფიჭ­ვო­ვან ტყე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, გვალ­ვის გამო გაჩ­ნდა. ამას­თან, ძლი­ე­რი ქარი ცე­ცხლს სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა­ში უწყობს ხელს.

სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია სოფ­ლე­ბი სტავ­რო­სი და კონ­ტო­დეს­პო­ტი, რომლებიც ათე­ნი­დან 70 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ამ ეტაპ­ზე ხან­ძარს 21 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 50-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი აქ­რობს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ბერ­ძნეთ­ში ძლი­ერ ხან­ძრებს ცოტა ხნის წი­ნაც ებ­რძოდ­ნენ. სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებ­ში 23 ივ­ლისს გა­ჩე­ნილ­მა ტყის ხან­ძრებ­მა 91 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, 25 ადა­მი­ა­ნი დაკარგულად მი­იჩ­ნე­ვა.