loader

პირდაპირი ეთერი იტალიიდან, სადაც ხიდის ჩამონგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი იტალიიდან, სადაც ხიდის ჩამონგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Adnkronos-ი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ინციდენტის მასშტაბები დიდია. დაღუპულია ათეულობით ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც ხიდიდან გადავარდა და ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა“, - განაცხადა სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელმა.

იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა დანილო ტონინელიმ „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ ადგილი აქვს „საშინელ ტრაგედიას“.
ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ნანგრევებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ადამიანია გამოყვანილი.



ასევე დაგაინტერესებთ:  კადრები იტალიიდან, სადაც საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, დაღუპულია ათეულობით ადამიანი