loader

საფრანგეთში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს დაესხა - დაღუპულია 1, დაშავებულია 2 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს დაესხა - დაღუპულია 1, დაშავებულია 2

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში  როგორც ფრანგული მედია იუწყება, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი განეიტრალებულია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში ცივი იარაღით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავს დღეს დაესხა. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორ ადამიანამდე გაიზარდა. კიდევ ერთი პირი დაშავებულია.
თვითმხილველების ცნობით, თავდასხმისას მამაკაცი ყვიროდა „ალაჰ აქბარს“.
თავდამსხმელის ლიკვიდირება სამართალდამცველებმა მოახდინეს. როგორც ფრანგული მედია იუწყება, თავდამსხმელი ცნობილი იყო სპეცსამსახურებისთვის, როგორც პირი, რომელიც ტერორიზმს ამართლებდა.