loader

81 წლის ჯონ მაკკეინი ტვინის კიბოთი გარდაიცვალა - მოკლედ, რაც ლეგენდარული სენატორის შესახებ უნდა იცოდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

81 წლის ჯონ მაკკეინი ტვინის კიბოთი გარდაიცვალა - მოკლედ, რაც ლეგენდარული სენატორის შესახებ უნდა იცოდეთ

ამერიკელი სენატორი, ვიეტნამის ომის გმირი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაშია აღნიშნული, ჯონ მაკკეინი შაბათს დაიღუპა.

სენატორი 2017 წლის ივლისიდან უმძიმეს დაავადებას - ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული მკურნალობის კურსს გადიოდა.

ოჯახის ინფორმაციით, სენატორმა მისივე გადაწყვეტილებით, პარასკევიდან მკურნალობა შეწყვიტა.

ჯონ მაკკეინი 1987 წლიდან დღემდე არიზონას შტატის სენატორი იყო. 2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ის "რესპუბლიკური" პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. 1958 წელს ჯონ მაკკეინმა საზღვაო აკადემია დაამთავრა. ამის შემდეგ იგი გახდა საზღვაო ფლოტის მფრინავი. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. ვიეტნამის ომის დროს 1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი მძევლობაში გაატარა, სადაც სერიოზულ წამებას გაუძლო.

ასევე იხილეთ: "დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ" - ჯონ მაკკეინის ემოციური სიტყვა აგვისტოს ომის დროს

ჯონ მაკკეინი სააკაშვილის ვენახში - როგორ დაწურა ამერიკელმა სენატორმა ღვინო საწნახელში

როგორ გამოიყურებოდა ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი ახალგაზრდობაში