loader

რა წერია მაკკეინის უკანასკნელ მიმართვაში, რომელიც სენატორმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წერია მაკკეინის უკანასკნელ მიმართვაში, რომელიც სენატორმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა?

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯონ მაკკეინმა აშშ-ის მოქალაქეებისთვის მიმართვა დაწერა, რომელიც ტელეკომპანია NBC-მ გამოაქვეყნა. სენატორი წერს, რომ ქვეყნის დიდება სუსტდება, როცა ის კედლებს მიღმა იწყებს დამალვას, იმის ნაცვლად, რომ ეს კედლები დაანგრიოს.

ბევრს მიაჩნია, რომ ამგვარად მაკკეინმა უკანასკნელად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მექსიკის და აშშ-ის საზღვარზე კედელს აშენებს. მაკკეინი ტრამპის პოლიტიკის აქტიური მოწინააღმდეგე იყო. რესპუბლიკელების დაძაბული ურთიერთობა მაკკეინის გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება. ასე, სენატორმა, რომელმაც თავისი დაკრძალვის ცერემონია წინასწარ დაგეგმა, ტრამპი მასზე არ დაპატიჟა, პრეზიდენტმა კი თეთრ სახლს სამძიმრის წერილის გამოქვეყნება აუკრძალა, რომელშიც მაკკეინი გმირად არის მოხსენიებული. არიზონის შტატის სენატორი ჯონ მაკკეინი შაბათს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.