loader

ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში ხანძარია: შენობაში 20 მილიონზე მეტი ექსპონატი ინახება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში ხანძარია: შენობაში 20 მილიონზე მეტი ექსპონატი ინახება

რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიის ეროვნული მუზეუმის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზებას ათობით მეხანძრე ცდილობს.

მუზეუმში 20 მილიონზე მეტი ექსპონატი ინახება. 1818 წელს აგებული შენობა პორტუგალიის სამეფო ოჯახის რეზიდენცია იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზების, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.