loader

მამაკაცმა ცეცხლი იმიტომ გახსნა, რომ Ice Cube-ის კონცერტის ბილეთები გაყიდული დახვდა - დაღუპულია 10, დაშავებულია 3 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა ცეცხლი იმიტომ გახსნა, რომ Ice Cube-ის კონცერტის ბილეთები გაყიდული დახვდა - დაღუპულია 10, დაშავებულია 3

კალიფორნიაში, სან-დიეგოში რეპერ Ice Cube-ის კონცერტის წინ სროლა მოხდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელსაც სალაროში განუცხადეს, რომ კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდულია, მოლარესთან ჩხუბი დაიწყო, შემდეგ კი პისტოლეტი ამოიღო და ხალხის მისამართით სამჯერ გაისროლა.

ამის შემდეგ პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელი დაჭრა.

მამაკაცი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, სროლა მოხდა კალიფორნიის კიდევ ერთ ქალაქში - სან-ბერნარდინოში. მამაკაცმა, რომელიც ამ დრომდე დაკავებული არ არის, ცეცხლი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გახსნა. ამ ეტაპზე მისი მოტივები უცნობია. სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 და მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.