loader

კადრები იაპონიიდან, სადაც 100-მდე ავტომობილი დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები იაპონიიდან, სადაც 100-მდე ავტომობილი დაიწვა

იაპონიაში, ერთ-ერთ აუქციონზე ათობით ავტომობილი ცეცხლში გაეხვა. იმავდროულად, ქვეყანა ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაიფუნ „ჯების“ ებრძვის.

უცნობია, რატომ აალდა მანქანები. მომხდარის გამომწვევ მიზეზს პოლიცია სწავლობს. ვიდეო ადგილობრივმა მედიამ გადაიღო. 


ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ტაიფუნს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა.

სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ოსაკის პრეფექტურას მიაყენა. დატბორილია ქალაქის დასახლებული რაიონები და საერთაშორისო აეროპორტი.

უამინდობის გამო 700-ზე მეტი ავიარეისია გადადებული. სტიქიური უბედურების ზონიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.