ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
17:35 / 10-09-2018
"8 სექტემბერს ვლადიმერ პუტინთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ სომხეთისთვის რუსული შეიარაღების მოწოდება გაგრძელდება", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საუბარია შეიარაღების კრედიტით მოწოდებაზე.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა და ვფიქრობ, ამ სფეროში არანაირი პრობლემები არ გვექნება", - განაცხადა მან.