loader

სტამბოლის პოლიციამ ახალი აეროპორტის 500-მდე მშენებელი დააკავა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტამბოლის პოლიციამ ახალი აეროპორტის 500-მდე მშენებელი დააკავა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

სტამბოლის პოლიციამ ახალი აეროპორტის 500-მდე მშენებელი დააკავა, რომლებიც შრომის რთულ პირობებს აპროტესტებდნენ, - ამის შესახებ მშენებლების პროფკავშირის ხელმძღვანელმა ოზგიურ კარაბულუთმა განაცხადა.

"ხელისუფლებამ მუშების კანონიერ მოთხოვნებს ძალის გამოყენებით უპასუხა, დაკავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. მათთან ადვოკატებს არ უშვებენ, ჩვენთვის არაფერია ცნობილი. ჩვენი პროფკავშირი, ადვოკატებთან და დეპუტატებთან ერთად, მუშების გათავისუფლებას და მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვს. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება", - განაცხადა კარაბულუთმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის პოლიციამ მომიტინგეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.



ასევე დაგაინტერესებთ: სტამბოლის ათათურქის აეროპორტი 29 ოქტომბრიდან დაიხურება. ვიდეოში ნახავთ, როგორი იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ახალი აეროპორტი