loader

კადრები ჩრდილოეთ კორეიდან, სადაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინს ხვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ჩრდილოეთ კორეიდან, სადაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინს ხვდება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ფხენიანში მოლაპარაკებებს გამართავს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინს ორჯერ შეხვდება.

მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივებს, კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციასა და ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის დიალოგის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში ეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში.