loader

ვინ ვეღარ მიიღებს Green Card-ს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ ვეღარ მიიღებს Green Card-ს?

გამოცემა "პოლიტიკოს" ცნობით, ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც "მწვანე ბარათის" მიღების წესი რთულდება.

პროექტის მიხედვით, ბარათის გაცემა შეიზღუდება იმ ადამიანებზე, რომელთაც მცირე შემოსავალი აქვთ. კერძოდ, დაგეგმილი რეგულაციის თანახმად, ე.წ. მწვანე ბარათს ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში სოციალური შეღავათებით სარგებლობენ. ამასთან, ცვლილების თანახმად, "მწვანე ბარათის" მიღების მსურველები ვერ მიიღებენ უფასო საკვებს, უმუშევრობის შემწეობასა და უფასო მედიკამენტებს.

ცნობისთვის, "მწვანე ბარათი", ანუ Green Card-ი, შეერთებული შტატების საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს შტატების სოციალური დაზღვევის ნომერი.