loader

რა ხდება ერევანში ამ წუთებში - სომხეთის პრემიერმინისტრს და საპროტესტო აქციის 10 ათასამდე მონაწილეს პარლამენტის შენობა აქვთ ბლოკირებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ერევანში ამ წუთებში - სომხეთის პრემიერმინისტრს და საპროტესტო აქციის 10 ათასამდე მონაწილეს პარლამენტის შენობა აქვთ ბლოკირებული

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და საპროტესტო აქციის 10 ათასამდე მონაწილემ პარლამენტის შენობის ბლოკირება განახორციელეს. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

აღნიშნულის მიზეზი გახდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის ბლოკირებას ახდენს იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერმინისტრის მეორედ არჩევის აუცილებლობა დადგება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება განახორციელეს.

მომიტინგეების წინაშე ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა, რომელმაც მიტინგი დატოვა მნიშვნელოვანი საქმის გამო და განაცხადა, რომ მალევე დაბრუნდება. მანამდე კი პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის მიღება საკანონმდებლო ორგანოს მიერ კონტრრევოლუციის ოფიციალურ დასაწყისს ნიშნავს. სომხური მედიის ცნობით, დეპუტატები პარლამენტის შენობის დატოვებას ვერ ახერხებენ.