loader

£1 მილიონად შეფასებული ბენქსის ნამუშევარი აუქციონზე გაყიდვის შემდეგ "განადგურდა" - დამნაშავე თავად მხატვარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

£1 მილიონად შეფასებული ბენქსის ნამუშევარი აუქციონზე გაყიდვის შემდეგ "განადგურდა" - დამნაშავე თავად მხატვარია

ბრი­ტა­ნე­ლი ქუ­ჩის მხატ­ვა­რი ბენ­ქსი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია სა­კუ­თა­რი ტრი­უ­კე­ბით, ამ­ჯე­რა­დაც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

პა­რას­კევს მისი ნა­ხა­ტი ლონ­დონ­ში, სოტ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე 1.4 მლნ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ტი­ლო­ზე ცნო­ბი­ლი გო­გო­ნა იყო, გუ­ლის ფორ­მის ბუშ­ტით. გა­ყიდ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ნა­ხატ­მა „სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნად­გუ­რე­ბა“ და­ი­წყო - რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩარ­ჩო­ში ხე­ლო­ვან­მა შრე­დე­რი (ქა­ღალ­დის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი) ჩას­ვა.აუქ­ცი­ო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, შრე­დე­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. ამას­თან, არა­ვინ ამ­ბობს, რო­გორ ამოქ­მედ­და მო­წყო­ბი­ლო­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, ნა­ხა­ტის გა­ყიდ­ვის­თა­ნა­ვე.ბენ­ქსი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ხე­ლო­ვა­ნია. ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრის­ტოლ­ში გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა მხატ­ვრის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ძა­ლი­ან ცოტა რამ არის. ბენ­ქსის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ გრა­ფი­ტის მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შეხ­ვდე­ბით.