loader

ნიორი შეიცავს ნივთიერებას, რომლის დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა სიკვდილს იწვევს - რატომ არ უნდა მიირთვათ ხშირად და უზმოზე ეს პროდუქტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიორი შეიცავს ნივთიერებას, რომლის დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა სიკვდილს იწვევს - რატომ არ უნდა მიირთვათ ხშირად და უზმოზე ეს პროდუქტი?

პირველ რიგში უნდა იცოდეთ, ნიორის შემადგენლობაში შედის გოგირდწყალბადი. გოგირდ წყალბადი - უფერო აირი, ლაყე სურნელით, გამოიყენება სხვადასხვა მრეწველობაში, საწამლავი, რომელიც მოქმედებს ადამიანისა და ცხოველების ნერვულ სისტემაზე, დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა იწვევს სიკვდილს.

მეცნიერების ნაწილის მტკიცებით, ნიორში შემავალი გოგირდ წყალბადი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე, სამედიცინო ტექნისკის მწარმოებელი რობერტ ბეკი, ჯერკიდევ ოთხმოცდაათიან წლებში ამტკიცებდა ნიორის მავნე მოქმედებაზე, ექიმების ნაწილი კატეგორიულად კრძალავს ნედლი ნიორით ბავშვების გამოკვებას. ნიორში შემავალი ზემოთხსენებული ნივთიერება კარგად ებრძვის ბაქტერიებსა და მავნებლებს, სწორედ ამიტომ ხშირად იყენებენ მის ნაყენს, სახლის პირობებში მცენარეების შესაწამლად. ნიორში შემავალი ბუნებრივი ანტიბიოტიკი კარგად უმკლავდება ადამიანის ორგანიზმში არსებულ ბაქტერიებსაც, ალბათ ბევრი თქვენგანი იყენებს ვირუსების სეზონზე ნიორს, როგორც დაავადების პრევენციისთვის განკუთვნილ საშუალებას. ნიორი მართლაც დადებითად მოქმედებს ამ მხრივს. ის ანადგურებს ეფექტური საშუალებაა ბაქტერიებთან საბრძოლველად, თუმცა ნიორი ანადგურებს ორგანიზმში არსებულ საჭირო, კარგ ბაქტერიებსაც, ამიტომ იცოდეთ! არ მიირთვათ ნედლი ნიორი ხშირად, რადგან შესაძლოა მან პირიქით თქვენი იმუნიტეტი დააზიანოს, გარდა ამისა ნიორში შემავალი გოგირდწყალბადი საკმაოდ მარტივად აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რამაც შესაძლოა გულძმარვა, კუჭ-ნაწლავის წყლული და სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს. საკმარისია გაჭრილი ნიორი კანზე ცოტახნით გაიჩეროთ, რომ მან კანი დააზიანოს, ის ასეთივე წარმატებით დააზიანებს კუჭ-ნაწლავს, თუკი ნიორს, ან ბევრი ნივრის შემცველ კერძს უზმოზე მიირთმევთ.