loader

რასთან ერთად უნდა მიირთვათ გოგრა, რომ კიბოსთან ბრძოლაში დაგეხმაროთ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რასთან ერთად უნდა მიირთვათ გოგრა, რომ კიბოსთან ბრძოლაში დაგეხმაროთ?

გოგრაში შედის ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები, თუმცა, აღნიშნული დადებითი შემადგენლობა ბევრ სხვა ბოსტნეულსა და ხილსაც გააჩნია. ის, რაც გოგრას სხვა პროდუქტებისგან გამოარჩევს, ბეტა კაროტინი და ლუთეინია - ნივთიერებები, რომელიც განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ადამიანის მხედველობაზე, მოზარდის ზრდა-განვითარებასა და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაზე. აღნიშნული ნივთიერებები ანტიოქსიდანტებია, რომელიც აფერხებს ორგანიზმის დაბერებას. ასევე, არაერთი მეცნიერის კვლევით დასტურდება, რომ ბეტაკაროტინი, ქიმიოთერაპიით მკურნალობის პარალელურად, ეფექტურია კიბოსთან ბრძოლაში. როგორც სტაფილოს შემთხვევაში, სწორედ ბეტაკაროტინი განაპირობებს გოგრის ფერს, თუმცა, გოგრაში აღნიშნული ნივთიერება ბევრად მეტია. ის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, A ვიტამინად გარდაიქმნება და სწორედ A ვიტამინს გააჩნია ზემოჩამოთვლილი ამდენი დადებითი ეფექტი, თუმცა, აუცილებელია იცოდეთ: იმისთვის, რომ ის ორგანიზმმა აითვისოს , ისევე როგორც სტაფილო და სტაფილოს წვენი, გოგრაც ცხიმის შემცველ პროდუქტებთან ერთად უნდა მიიღოთ.

ვრცლად ნახეთ გადაცემაში "არცოდნა აკრძალულია".