X
რა ქონების მფლობელია არჩეული პრეზიდენტი? - ზურაბიშვილის ბინები თბილისში, პარიზში და საბანკო ანგარიშები...
10:07 / 03-12-2018
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. შესაბამისად, სწორედ ის ხდება ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი. საინტერესოა, რა ქონებას ფლობს და როგორია სალომე ზურაბიშვილის ფინანსური მდგომარეობა.
2018 წლის 17 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილი ფლობს თბილისში 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 235 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და პარიზში მდებარე 60 კვადრატული მეტრის ბინას.
მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Hyundai, რომელიც 2016 წელს 17 ათას ამერიკულ დოლარად შეიძინა. ზურაბიშვილის საკუთრებაშია ასევე „საქართველოს ბანკის“ 35 და „თელიანის“ ათას 212 აქცია, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სალომე ზურაბიშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 50 ათასი დოლარი; 3 ათასი ლარი და 7 ათას 400 ევრო ჰქონდა.

ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ზურაბიშვილის შემოსავალმა გასულ წელს, პარლამენტის წევრობისას 57 ათას 645 ლარი შეადგინა. ზურაბიშვილის დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრებისა თუ მასთან მუდმივად მცხოვრებ პირთა შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული. ცნობისთვის, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ქონების მფლობელია არჩეული პრეზიდენტი? - ზურაბიშვილის ბინები თბილისში, პარიზში და საბანკო ანგარიშები...
ლეგენდარული "ჟიგული", რომელიც დიღმის მასივში, მე-4 სართულზე 20 წელზე მეტ ხანს იდგა, ჩამოიყვანეს