loader

მერიის აუქციონი კორუფციული ნიშნებით - "თუ კალაძე ამას ხელს მოაწერს, მის პოლიტიკურ კარიერას წერტილი დაესმება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერიის აუქციონი კორუფციული ნიშნებით - "თუ კალაძე ამას ხელს მოაწერს, მის პოლიტიკურ კარიერას წერტილი დაესმება"

მერიამ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით ექსკლუზიურად გაცემაზე აუქციონი გამოაცხადა. კომპანიებს მონაწილეობისთვის საკმაოდ მოკლე, 9-დღიანი პერიოდი მიეცათ.

აღნიშნული აუქციონი ექსპერტებს უამრავ შეკითხვას უჩენს - მოკლე ვადით და ინფორმაციის გავრცელების გარეშე აუქციონის გამოცხადება ხომ არ მიუთითებს, რომ წინასწარ არის შერჩეული კომპანია, რომელიც გაიმარჯვებს აუქციონში? რატომ ასხვისებს მერია მომგებიან მომსახურებას, რომელიც შესაძლებელია თბილისის სატრანსპორტო კომპანიამაც განახორციელოს?

მერიის აუქციონზე, რომელიც შესაძლოა კორუფციულ ნიშნებს შეიცავდეს, BPN.GE დაინტერესდა. "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემის" ეთერში ჟურნალისტმა ემა ტუხიაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქმის შესახებ და იმ ეჭვებზე, რასაც აღნიშნული აუქციონი იწვევს.

ასევე იხილეთ: "კალაძეს ან "უჩალიჩებენ", ან ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა..." - აუქციონი, რომელიც დედაქალაქის მერისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს

იხილეთ გადაცემა სრულად