loader

"ვაშაძე არის საბჭოთა კავშირის უშიშროების დამსმენი" - გოგა ხაინდრავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაშაძე არის საბჭოთა კავშირის უშიშროების დამსმენი" - გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაერთიანებულ ოპოზიციის ლიდერს გრიგოლ ვაშაძეს საბჭოთა კავშირის უშიშროების დამსმენს უწოდებს. როგორც ხაინდრავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, გრიგოლ ვაშაძეს ნებისმიერ ეთერში დაუმტკიცებს, რომ საბჭოთა უშიშროების თანამშრომელი იყო. იგი „ევროპულ საქართველოს“ მიმართავს და ინტერესდება, პარტია, რომელიც ევროპულობაზე დებს თავს, რატომ უჭერდა მხარს ასეთი წარსულის მქონე საპრეზიდენტო კანდიდატს. ხაინდრავამ აღნიშნულ საკითხზე იმ კონტექსტში ისაუბრა, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი „ქართული ოცნების“ გარდა, არჩევანის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.