loader

"თიბისი ბანკის" საკითხზე სააკაშვილისა და სხვების პოზიცია უფრო ახლოს არის "ქართული ოცნების" პოზიციასთან - გიგა ბოკერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თიბისი ბანკის" საკითხზე სააკაშვილისა და სხვების პოზიცია უფრო ახლოს არის "ქართული ოცნების" პოზიციასთან - გიგა ბოკერია

ბატონ გრიგოლ ვაშაძესთან ძალიან ბევრ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს და ეს გამოჩნდა გუშინ, გუშინწინაც და სამწუხაროდ, ალბათ, ხვალაც გამოჩნდება, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემასი „360 გრადუსი“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად სწორად გააკეთა არჩევანი სააკაშვილმა, როდესაც მან ფსონი გრიგოლ ვაშაძეზე დადო, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია. ამასთან, გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპულ საქართველოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ცივილიზებული ურთიერთობა სურს, მიუხედავად გრიგოლ ვაშაძესა და ენმ-სთან არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, რაც ეკონომიკურ ხედვებს უკავშირდება.