loader

ვინ არის 15 წლის ქართველი გამომგონებელი გოგონა, რომელიც NASA-ში მიემგზავრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 15 წლის ქართველი გამომგონებელი გოგონა, რომელიც NASA-ში მიემგზავრება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინოვაციის კონკურსის ფინალში მოსწავლეების პროექტმა "ბარნის სმარტ ლაბირინთი" გაიმარჯვა - გუნდი NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდი 3 სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა: გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა "აია-ჯესი" და ქუთაისის „პროგრესი“. მეორე ადგილზე გავიდა პროექტი "მოძრაობის სკანერი", ხოლო მესამე ადგილი დაიკავა პროექტმა "ესკულაპე". გამარჯვებული გუნდი "თიბისის ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.

გადაცემის სტუმარი 15 წლის სოფო ჩიხლაძეა, რომელიც მაყურებელს საკუთარი გამოგონებსი შესახებ უამბობს.

იხილეთ გადაცემა სრულად