loader

შხამი კიტრსა და პომიდორში, რომლის დიდმა რაოდენობამ ადამიანის მოწამვლა და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს - რამდენია მისი დასაშვები ნორმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შხამი კიტრსა და პომიდორში, რომლის დიდმა რაოდენობამ ადამიანის მოწამვლა და სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს - რამდენია მისი დასაშვები ნორმა?

ერთერთი ყველაზე სახიფათო კიტრისა და პომიდორის შემადგენლობაში ნიტრატებია, რომელსაც ბოსტნეულის სწრაფი ზრდისთვის და დამწიფებისთვის იყენებენ.

ნიტრატები, აზოტმჟავას მარილები ადამიანის ორგანიზმისთვის წარმოადგენს შხამს. დიდი რაოდენობით ნიტრიტებს, ადამიანის ჰემოგლობინი გადაყავს მეტჰემოგლობინში, რის შედეგადაც სისხლი იცვლის ფერს და ხდება მუქი ყავისფერი. დიდი რაოდენობით ნიტრატებმა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის მწვავე მოწამვლა და სიკვდილიც.

დიდი რაოდენობით ნიტრატები ბოსტნეულის სიმწიფის დასაჩქარებლად მაშინ გამოიყენება, როცა არ არის საკმარის ინტენსივობის მზე. სწორედ ამიტომ ამ მხრივ უფრო სახიფათო ადრეული ბოსტნეულია, რადგან ზაფხულში მზიანი დღეების სიხშირის გამო, მცენარე არ საჭიროებს ბევრ ნიტრატებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიტრატების გამოყენება სოფლის მეურნეობაში დასაშვებია, არსებობს განსაზღვრული დოზები, რომლებსაც ნიტრატების შემცველობა არ უნდა აჭარბებდეს, კიტრის შემთხვევაში ეს 400 მილიგრამია, პომიდორის შემთხვევაში კი 300 მილიგრამი. საბედნიიეროდ,  ნიტრატების საზომით ჩვენს მიერ შემოწმებულ არცერთ კიტრსა და პომიდორში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატები არ აღმოჩნდა, რაც ბუნებრივია, სასიხარულოა.