loader

სისხლიანი შურისძიება კასპში: მოკლეს მამაკაცი, ცოლი კი მძიმედ არის დაჭრილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი შურისძიება კასპში: მოკლეს მამაკაცი, ცოლი კი მძიმედ არის დაჭრილი

კიდევ ერთი ტრაგედია, ისევ ანგარიშსწორება ოჯახზე, ამჯერად კასპის რაიონ სოფელ ხიდისყურში. თავდასხმა იქაც ცოლ-ქმარზე მოხდა - შუახნის მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში მომხდარი დანაშაულის სავარაუდო მოტივად შურისძიება სახელდება. მოკლულის მეზობლების თქმით, პირმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, წლების წინ მომხდარი მკვლელობის გამო სავარაუდოდ შური იძია. სოფელ ხიდისყურში ამბობენ, რომ გარდაცვლილმა, წლების წინ, დანაშაულში ბრალდებულის ბიძა მოკლა, რის გამოც აღნიშნულ ოჯახებს შორის კონფლიქტი იყო.
კასპში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი უკვე დაკავებულია. დაკავებული 1981 წელს დაბადებული ნ.კ-ა, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც შსს-ში ამბობენ, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: წამებით მოკლული ცოლ-ქმარი გარდაბანში და შვილისთვის დატოვებული საზარელი წარწერა კედელზე: "გელოდებით" - სასტიკი მკვლელობის დეტალები