loader

საბერძნეთში 16 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას ეძე­ბენ - "დატოვებული ჰყავს 5 თვის ბავშვი... ბოლო 2 დღე ძალიან აგრესიული იყო, ბავშვსაც არ ეკარებოდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბერძნეთში 16 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას ეძე­ბენ - "დატოვებული ჰყავს 5 თვის ბავშვი... ბოლო 2 დღე ძალიან აგრესიული იყო, ბავშვსაც არ ეკარებოდა"

თით­ქმის ერთი კვი­რაა სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ ათენ­ში 16 წლის ქარ­თველ გო­გო­ნას ეძე­ბენ. არას­რულ­წლო­ვა­ნი ლ.მ-ს ძი­ე­ბის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია სა­ბერ­ძნე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ონ სო­ფელ სა­მე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, ხოლო სა­ბერ­ძნეთ­ში იგი დე­დამ­თილ­თან, მულ­თან, მე­უღ­ლე­სა და ხუთი თვის შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი აქვთ გო­გო­ნას მშობ­ლებ­სა და ქმრის ოჯახს.

და­კარ­გუ­ლის მული AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა და უც­ნობ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან ერ­თად მი­ი­მა­ლა.

6 დღის წინ და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას მული ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მათ ხელთ აქვთ პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქე ალი ჰა­სა­ნი­სა და მათი რძლის მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი სქ­რი­ნე­ბი, რო­მე­ლიც მოწ­მობს, რომ გო­გო­ნა მა­მა­კაც­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­თან ერ­თად აპი­რებ­და გაქ­ცე­ვას. პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ა­ცხა­და ძებ­ნა პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზეც და აღ­მოჩ­ნდა, რომ ისიც რამ­დე­ნი­მე დღეა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მშობ­ლებს, ისი­ნი მომ­ხდარს ოჯა­ხურ კონ­ფლიქტს უკავ­ში­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ აქვთ სა­ეჭ­ვო ვერ­სი­ე­ბი, რო­მელ­ზეც სა­უბ­რის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვე­ბენ.