loader

როგორ გავირუჯოთ, რომ კანის კიბო არ დაგვემართოს - რჩევები, რომლებიც ზაფხულში გამოგადგებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გავირუჯოთ, რომ კანის კიბო არ დაგვემართოს - რჩევები, რომლებიც ზაფხულში გამოგადგებათ

მელანომის განვითარება პირდაპირ კავშირშია დამწვრობასა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთან. ყველაზე მეტად იწვება კანის ღია ნაწილები, ამიტომ მომატებული რისკის ჯგუფში შედიან რუჯის მოყვარული ადამიანები. იდეალური რუჯის მიღება შესაძლებელია ცურვის დროს. მთავარია, რომ მზის სხივები იყოს გაფანტული.

მზესთან შედარებით საშიშროების შემცველია სოლარიუმი. თუმცა, ექიმები სოლარიუმის 1-2 წუთის ხანგრძლივობის სეანსებს დასაშვებად მიიჩნევენ. ამასთან, აუცილებელია დამცავი კრემის გამოყენება, ხოლო სეანსის შემდეგ დიდი რაოდენობით სითხის მიღება და დამატენიანებელი საშუალების გამოყენება. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ სხეულზე პიგმენტური და სხვა წარმონაქმნები.

მელანომის სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ ის ვერტიკალურად შიგნით, კანის ყველა შრეში იზრდება და სწრაფად მეტასტაზირდება. ხილული წარმონაქმნი შეიძლება მცირე ზომის იყოს, მაგრამ ღრმა ინვაზიას განიცდიდეს.