loader

რა გამოხმაურება მოჰყვა დიდ დიღომში, ღია ცის ქვეშ მცხოვრები ქალის მდგომარეობას მერიიდან და რას აცხადებენ უსახლკაროს ბიძაშვილები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გამოხმაურება მოჰყვა დიდ დიღომში, ღია ცის ქვეშ მცხოვრები ქალის მდგომარეობას მერიიდან და რას აცხადებენ უსახლკაროს ბიძაშვილები?

62 წლის ლალი ქუცნიაშვილის მდგომარეობას, რომელიც დიდ დიღომში ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, საბურთალოს გამგეობა ეხმაურება. "პალიტრანიუსისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ
"მოქალაქე ლალი ქუცნიაშვილს საბურთალოს რაიონის გამგეობა არაერთხელ დაეხმარა ფინანსურად და მომავალშიც დაეხმარება. რაც შეეხება ბინის ქირის კომპენსაციას, გამგეობამ შესთავაზა ქირით გაყვანა, თუმცა, მან საბუთები არ შემოიტანა და ის ბინაც დატოვა, რომლის ქირის უზრუნველყოფას გამგეობა აპირებდა. როგორც კი მოქალაქე წარმოადგენს საჭირო დოკუმენტაციას, გამგეობა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას მისი ქირით გაყვანისთან დაკავშირებით."

ლალი ქუცნიაშვილს გამოეხმაურნენ ასევე მისი ნათესავებიც, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქპოს, მათ გაუყიდეს ბინა და ასეთ სავალალო მდგომარეობაში ამის გამო აღმოჩნდა.


ასევე იხილეთ: "სახლიდან გამომაგდეს, ღამე გარეთ ვზივარ, ლამის გავგიჟდე" - 62 წლის ქალი, რომელიც ბიძაშვილებმა საკუთარი სახლიდან გამოაგდეს, დიდ დიღომში, ტრიალ მინდორში ცხოვრობს