loader

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე , სავარაუდოდ, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე , სავარაუდოდ, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომში 3 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბიზნესმენი გიორგი ულუმბელაშვილი.

დაკავების ფაქტზე ბორჯომის მერიასა და საკრებულოში კომენტარს არ აკეთებენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.