loader

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემიის შესახებ გამოაცხადა. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება „COVID-19“ შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია“ - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

პანდემია ეწოდება ძლიერ ეპიდემიას, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსაზღვრე ქვეყნებში და ზოგიერთ შემთხვევაში, მრავალ ქვეყანაში გავრცელებას.

11 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაიონფიცირების რაოდენობა 118 ატასს აღწევს მსოფლიოს 114 ქვეყანაში.